The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამილა ცაგარეიშვილი

თამილა ცაგარეიშვილი
Date of birth:23 March, 1940  (84 years)
Category:Ethnologist, Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1964 წელს.

1970–2006 წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, საქართველოს და კავკასიის ეთნოგრაფიული სექტორის სწავლული მდივანი, 1975-2000 წწ. თავმჯდომარის მოადგილე; 1988–1999 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის კათედრის დოცენტი, 2000 წლიდან პროფესორი; 1986–2006 წწ. გ. ჩიტაიას სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიული კაბინეტ–არქივის ხელმძღვანელი; 1995–2008 წწ. დ. ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი სამეცნიერო დარგში; 2002 წლიდან არის ნარკვევების - "საქართველოს ეთნოგრაფიის სერიალი" - სამეცნიერო-სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2005 წლიდან - რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მსოფლიო ისტორიისა და ლიტერატურის ნარკვევების მთავარი მრჩეველი ეთნოგრაფიის დარგში. 2006 წლიდან საქართველოს ეროვნული ეთნოგრაფიული მუზეუმის პროექტის მენეჯერი, 2008 წლიდან ეთნოგრაფიული მიმართულების კურატორი; გამოქვეყნებული აქვს 130 სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 8 მონოგრაფია. არის შემდგენელ–რედაქტორი აკადემიკოს გ. ჩიტაიას "შრომების" ხუთტომეულისა, რომელიც შესულია ქართული ეროვნული მეცნიერების ოქროს ფონდში (1997–2004). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს პროფესოინალ ქალთა შორის გამარჯვებულის მედალი (2002).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მესაქონლეობა საქართველოში(ისტორიულ–ეთნოგრაფიული გამოკვლევა)", დაიცვა 1975 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტყეთსარგებლობის ეთნოეკოლოგიური კულტურა საქართველოში", დაიცვა 2000 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ. 194

Member of Organizations

  • აშშ-ს ბიოგრაფიული ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭო, წევრი (2003-)
  • კავკასიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, წევრი (2003-)
  • კავკასიის ქვეყნებთან სამეცნიერო თანამშრომლობის კომისია, წევრი (2009-)
  • ნარკვევების - "საქართველოს ეთნოგრაფიის სერიალი" - სამეცნიერო-სარედაქციო კოლეგია, წევრი (2002-)
  • საქართველოს ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი, თავმჯდომარის მოადგილე (1997-)
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიდი სამეცნიერო საბჭო, წევრი (2008-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კომისია, წევრი (2009-)

Awards and Honors

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში 1997-2001 წლებში გამოცემული "შრომებისა"(5 ტომად) და "ეთნოგრაფიული ალბომისათვის"

Bibliography


Share: