შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ ჩუხუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1986 წელს. 1986–1991წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ლაბორატორიის გამგე; 2003 წლიდან - ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2008-2010წწ. - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; 2010-2011წწ. - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი; 2011 წლიდან - 2011- სსიპ ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორი. სამეცნიერო შრომების, წიგნებისა და მონოგრაფიების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ინგუშური ენის კონსონანტიზმი", დაიცვა 1989 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბგერათშესატყვისობათა სისტემა ქართველურ-ნახურ ენებში", დაიცვა 2006 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.502; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: old.tsu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |