The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ციციშვილი

გიორგი ციციშვილი
Date of birth:24 October, 1915
Date of death:12 July, 2012  (at 96 years)
Category:Scientist, Educator, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1937 წელს.

1940–1942წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, 1942–1949წწ. დოცენტი, 1949 წლიდან პროფესორი; 1941–1947წწ. ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, დირექტორი, 1947–1989წწ. ლაბორატორიის გამგე; 1989 წლიდან საპატიო დირექტორი; 1963–1988წწ. მეცნიერებათა აკადემიის ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის განყოფილების აკადემიკოს–მდივანი, 1988 წლიდან პრეზიდიუმის მრჩეველი. არის 600–ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი, ქიმიური ტექნოლოგიის ოთხენოვანი ლექსიკონის რედაქტორი. 1975 წლიდან მეცნიერების აკადემიის "მოამბის" ქიმიის სერიის დამაარსებელი და პირველი რედაქტორი. მიღებული აქვს  სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1990), ჯორჯ სოროსის საერთაშორისო სამეცნიერო ფონდის საპატიო პროფესორის წოდება (1994).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წყალბადური ბმის თეორია", დაიცვა 1940 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფტორწყალბადისა და სხვა ჰალოგენწყალბადების მოლეკულათაშორისი ურთიერთქმედება და ფიზიკურ–ქიმიური თვისებები", დაიცვა 1947 წელს.

წყარო: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ebooks.tsu.geწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.273

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი, წევრი (1963-1988)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ქიმიური საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • ქართული ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგია , წევრი

Awards and Honors

  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1987 - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის პრემია
  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1985 - შრომის ვეტერანი
  • 1965 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია

Bibliography

  • კვანტური ქიმია : სახელმძღ. უმაღ. სასწ. ქიმ. სპეც. სტუდ. (Author). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1996. - 360გვ.. - ISBN: 5-511-00688-2

Share: