The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ ციციშვილი

ვლადიმერ ციციშვილი
Date of birth:17 March, 1947  (77 years)
Category:Scientist, Educator, Physicist, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1970 წელს.

1970-1978წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, ქიმიური კიბერნეტიკის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; 1971-1973წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ელემენტორგანული ნაერთების ინსტიტუტი (ქ. მოსკოვი), ბირთვული მაგნიტური რეზონანსის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი; 1978-1990წწ. ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, ბირთვული მაგნიტური რეზონანსის სპექტროსკოპიის რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი; 1981–1983წწ. ქალაქ ბერლინის ფიზიკური ქიმიის ცენტრალური ინსტიტუტისა და ლაიფციგის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის თანამშრომელი; 1993 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან; სხვადასხვა წლებში იყო მანჩესტერის უნივერსიტეტის ფოროვანი მასალებისა და ედინბურგის უნივერსიტეტის მასალათმცოდნეობის ლაბორატორიების თანამშრომელი; 1991-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური ქიმიის კათედრის პროფესორი, კითხულობდა ლექციების კურსს კვანტურ ქიმიაში; 1996-2006წწ. კითხულობდა ზოგადი ქიმიის ლექციების კურსს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში; 1990-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი; 2006 წლიდან სსიპ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი. 1975 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი; 1987 წლიდან ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი. მეცნიერული ინტერესების სფერო: ფიზიკური ქიმია, ნივთიერებების აღდგენა და თვისებები. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და საერთაშორისო დამფინანსებელი ორგანიზაციების (მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) ოფიციალური ექსპერტი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ “მაცნეს”, ქიმიის სერიის რედაქტორი. ავტორია 350-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბირთვული მაგნიტური რელაქსაცია ჰეტეროდინამიურ სისტემებში", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: tsu.gescience.org.ge/newsite 

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (2001-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიურ საბჭოსთან არსებული ეკოლოგიური კომისია, წევრი

Awards and Honors

  • 2013 - ღირსების ორდენი
  • 2005 - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის პრემია

Bibliography


Share: