Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე ნასყიდაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ვალე, ახალციხის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი 1952 წელს; საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტურა სელექცია - მწთესლეობის სპეციალობით 1955 წელს. 1952–2006წწ. იყო საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტი, სელექცია – მეთესლეობის კათედრის ლაბორანტი, დოცენტი, აგრონომიული ფაკულტეტის დეკანი, გენეტიკისა და სელექცია – მეთესლეობის კათედრის გამგე და ამ კათედრის პროფესორი, პრორექტორი სასწავლო დარგში; 1995-2006წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სელექციური მიღწევების გამოცდისა და დაცვის კომისიის თავმჯდომარე, შემდეგ ინსპექციის უფროსი; 2007-2010წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგროტექნოლოგიის დეპარტამენტის მთავარი კონსულტანტი; 2008 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გენეტიკური რესურსების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი, აკადემიური დეპარტამენტის მთავარი ექსპერტი. 2005 წელს იუნესკოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოებამ დააჯილდოვა მედლით და პრემიით; საქართველოს ერის წინაშე გაწეული დიდი ღვაწლისთვის და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დაჯილდოებულია საქართველოს საპატრიარქოს სიგელით (2007); ხორბლის სელექციაში დიდი მიღწევებისთვის, ხორბლის და სიმინდის გაუმჯობესების ცენტრის (CIMMYT) მიერ დაჯილდოებულია დიპლომით და სამკერდე ნიშნით (2008); არჩეულ იქნა გორის სუხიშვილის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად (2008); მიენიჭა ლეონარდე დეკაპრელევიჩის აკადემიური სახელობითი პრემია (2011); ნიკილოზ ვავილოვის სახელობის მედალი (2012). გამოქვეყნებული აქვს 675-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ქართულ (501), რუსულ (140) და ინგლისურ (34) ენებზე, მათ შორის 15 მონოგრაფია, 16 სახელმძღვანელო, 23 მეთოდური მითითება და მეთოდური დამუშავება, 10-ზე მეტი ღონისძიება - რეკომენდაცია და 19 ჯიშისა და ჰიბრიდის ავტორი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი (1956), სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1976), პროფესორი (1977). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.202 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |