Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამირან გეწაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვედა საქარა, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1972 წელს. მწერალი და საზოგადო მოღვაწე; სხვადასხვა დროს მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე; ჩართული იყო მშენებლობის სამინისტროს სისტემის სრული საქარხნო მზადყოფნის შემუშავებასა და დანერგვაში, როგორც ხარისხობრივი უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი; აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში; გამოცემული აქვს ოცდაჩვიდმეტი მხატვრული ჟანრის კრებული, მათ შორის თერთმეტი უცხოურ ენაზე. ა. გეწაძის ლექსებზე ისრაელში მცხოვრები კომპოზიტორისა და მომღერლის დავით გასიტაშვილის მიერ შექმნილი სიმღერები წარმატებით ისმინება მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. მისი შემოქმედება ძირითადად ეძღვნება ბავშვებს. მიღებული აქვს საქართველოს სსრ მშენებლობის სამინისტროს საპატიო სიგელი, სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისთვის (1987); არის ქრისტიანული პოეზიის საფესტივალო ლექსების შერჩევის კონკურსის გამარჯვებული ავტორი (2019); კრეატიული დიზაინის წიგნების ავტორთა კონკურსის პრემია - "ივერია 2022"-ს მფლობელი. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |