Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აბესალომ ვეკუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტის ინჟინერ-გეოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს. 1956-1957წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის მხაზველი; უმცროსი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1957-1979წწ. დირექტორის მოადგილე, 1979 წლიდან ხერხემლიანთა განყოფილების ხელმძღვანელი; საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. გამოქვეყნებული აქვს 229 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 მონოგრაფია. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ამერიკის, ინგლისის, ესპანეთის, რუსეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების მეცნიერულ გამოცემებში, მათ შორის მსოფლიოს უმაღლესი რეიტინგის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ახალქალაქის პლეისტოცენურ ძუძუმწოვართა ფაუნა", დაიცვა 1961 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "Квабебская фауна акчагильских позваночных", დაიცვა 1969 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; საქართველოს ეროვნული მუზეუმი: museum.ge; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.172; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.52 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |