Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ჩაგელიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის განხრით 1974 წელს. 1974–1977წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტი; 1978–1986 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1986–1991 წლებში ამავე ობსერვატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1997–2000 წლებში - წამყვანი, ხოლო 2000 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ე. ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ფილიალის - პლაზმური ასტროფიზიკის ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, 2007 წლიდან ი. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ე. ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი; 2008 წლიდან მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1979); ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1990). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.139 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |