Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გელა მუხაშავრია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს. 1964-1970წწ. - ქარელის რაიონული საავადმყოფოს ზოგადი ქირურგი; 1967-1983წწ. - მოსკოვის კოლოპროქტოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1970-1971წწ. - თბილისი მე–9 საავადმყოფოს ზოგადქირურგიული კლინიკის ექიმი-ორდინატორი; 1972-1983წწ. - ჩირქოვანი ქირურგიისა და პროქტოლოგიის განყოფილების გამგე; 1983 წლიდან - საქართველოს პროქტოლოგიის ცენტრის დირექტორი. ავტორია სახელმძღვანელოსი – "პროქტოლოგია" (1998), მონოგრაფიისა – "ჰემოროიდული დაავადებების ქირურგიული მკურნალობა" (2002) და 35 სამეცნიერო სტატიისა. თანაავტორებთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობის პუბლიკაციები აქვს გამოქვეყნებული იტალიასა (Techniques in Coloproctology, 2009 : Mukhashavria Gela A; Qarabaki Maia A.) და ამერიკის შეერთებულ შტატებში (Disease of the Colon and Rectum, 2011 : Mukhashavria Gela A; Qarabaki Maia A.; Journal of Gastrointestinal Surgery, 2013: Qarabaki Maia A; Mukhashavria Gela A; Mukhashavria Gia G; Giorgadze Nodari G.). ექიმი-პროქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2004). საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ანალური ნაპრალის პათოგენეზი და ქირურგიული მკურნალობის ახალი მეთოდი", დაიცვა 1992 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ჰემოროიდული დაავადებების ქირურგიული მკურნალობა", დაიცვა 2004 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.210; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.353 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |