The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა მუხაშავრია

გელა მუხაშავრია
დაბადების თარიღი:10 დეკემბერი, 1938
გარდაცვ. თარიღი:28 ივლისი, 2020  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს.

1964-1970წწ. - ქარელის რაიონული საავადმყოფოს ზოგადი ქირურგი; 1967-1983წწ. - მოსკოვის კოლოპროქტოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1970-1971წწ. - თბილისი მე–9 საავადმყოფოს ზოგადქირურგიული კლინიკის ექიმი-ორდინატორი; 1972-1983წწ. - ჩირქოვანი ქირურგიისა და პროქტოლოგიის განყოფილების გამგე; 1983 წლიდან - საქართველოს პროქტოლოგიის ცენტრის დირექტორი. ავტორია სახელმძღვანელოსი – "პროქტოლოგია" (1998), მონოგრაფიისა – "ჰემოროიდული დაავადებების ქირურგიული მკურნალობა" (2002) და 35 სამეცნიერო სტატიისა. თანაავტორებთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობის პუბლიკაციები აქვს გამოქვეყნებული იტალიასა (Techniques in Coloproctology, 2009 : Mukhashavria Gela A; Qarabaki Maia A.) და ამერიკის შეერთებულ შტატებში (Disease of the Colon and Rectum, 2011 : Mukhashavria Gela A; Qarabaki Maia A.; Journal of Gastrointestinal Surgery, 2013: Qarabaki Maia A; Mukhashavria Gela A; Mukhashavria Gia G; Giorgadze Nodari G.). ექიმი-პროქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2004).

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ანალური ნაპრალის პათოგენეზი და ქირურგიული მკურნალობის ახალი მეთოდი", დაიცვა 1992 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ჰემოროიდული დაავადებების ქირურგიული მკურნალობა", დაიცვა 2004 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.210; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.353

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს და თბილისის ქირურგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს კოლოპროქტოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი (2012-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2016 - თბილისის საპატიო მოქალაქე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: