Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოჩა ჩოგოვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტიის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ფაკულტეტი 1963 წელს; სამეცნიერო სტაჟირება დარმშტატის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში (გერმანია) 1969 წელს; 1971 წელს მისი თაოსნობით საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაარსდა მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრა, რომლის პირველ გამგედ იქნა არჩეული. 1976 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1976 წლიდან ხელმძღვანელობდა კათედრასთან არსებულ დარგობრივ კვლევით ლაბორატორიას. 1981-1986წწ. მუშაობდა საფრანგეთში, პარიზში იუნესკოს განათლების სექტორის "ინფორმატიკა განათლებაში" ინფორმატიკის განყოფილების უფროსად. 1986-1988წწ. იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს კპ ცკ-ის განათლებისა და მეცნიერების განყოფილებას, წლების მანძილზე იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1988-1994წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი. 1994-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკასა და ესპანეთის სამეფოში; 1994-2004წწ. საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში; 1999-2003წწ. იუნესკოს აღმასრულებელი საბჭოს წევრი;2001-2003წწ. იუნესკოს აღმასრულებელი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი; 2004 წლიდან იუნესკოს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი; მის საერთაშორისო ავტორიტეტზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მისი რეკომენდაციით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი "ფრანკოფონიის" წევრი გახდა, ხოლო 2002 წელს საფუძველი ჩაეყარა ფრანგულ-ქართულ ინსტიტუტს, სადაც მზადდება კადრები ინფორმატიკისა და ეკონომიკის სპეციალობებში; არის 20 მონოგრაფიის, 6 გამოგონებისა და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. დაჯილდოებულია სხვადასხვა ქვეყნების და ასოციაციების მედლებით. პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge; საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი": interpressnews.ge; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.175 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |