შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა ნიკოლაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ფაკულტეტი 1981 წელს; იურიდიულ–ფსიქოლოგიური ინსტიტუტი 1999 წელს. 1981-1992წწ. იყო მცხეთის ხელოვნებისა და ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმ–ნაკრძალის ექსკურსიამძღოლი, მეცნიერ თანამშრომელი, სწავლული მდივანი, სამეცნიერო განყოფილების გამგე; 1983-1985წწ. ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდის ბრალდებით იყო პოლიტპატიმარი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1992 წელს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი; 1996-1999წწ. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების ექსპერტ–კონსულტანტი; 2000-2004წწ. თბილისის იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 2003-2019წწ. ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში. არის ავტორი წიგნებისა: "ადამიანის უფლებები საქართველოში" (1998), "როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები" (1999), "საქართველოს ციხეები" (2001), "შევაჩეროთ წამება", "პოლიცია და საზოგადოება" (2003), "ადამიანის უფლებები საქართველოში 2005-2006", "ფასადური დემოკრატია საქართველოში" (2008), "დემოკრატიის შუქურა (მითი და რეალობა)" (2009). ადვოკატი. წყარო: საქართველოს პარელამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 276; ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი: gba.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |