Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ ონიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სასაში, ლენტეხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოლოგიის ფაკულტეტი 1954 წელს. 1954-1958წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1958-1962წწ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი, 1962-1967წწ. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1968 წლიდან ლაბორატორიის ხელმძღვანელი, 1975-1980წწ. დირექტორი; 1980 წლიდან მეცნიერებათა აკადემიის ბიომედიცინის განყოფილების აკადემიკოს–მდივანი; 1996-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. გამოქვეყნებული აქვს 200–მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის წიგნები: "ნერვ–კუნთოვანი აპარატის შედარებითი ფიზიოლოგია" (1965), "მემბრანო–მიოფიბრილური ურთიერთობანი კუნთოვან ბოჭკოში" (1970), "ლიმბრული სისტემის ინტეგრაციული ფუნქცია" (1976), "მეხსიერების და ძილ–ღვიძილის ციკლის ნეიროფიზიოლოგია". არის ავტორი მოთხრობების კრებულებისა: "ბეთქილის ბილიკებზე" (1962), "ბასრა და ბუნჩა" (1967), "ლაშხეთიდან ზეკარამდე" (1972), "ჯარაში და აშდარი" (1975). თ. ონიანმა განსაზღვრა რიგი ლიმბური სტრუქტურების როლი ემოციური რეაქციებისა და მეხსიერების რეგულაციაში და შეისწავლა ბიოლოგიური მოტივაციისა და ძილის ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმები. ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნერვ–კუნთოვანი აპარატის შედარებითი ფიზიოლოგიის საკითხები", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მემბრანო-მიოფიბრილური ურთიერთობანი კუნთოვან ბოჭკოში", დაიცვა 1964 წელს. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; mkurnali.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 282 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |