The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ცინცაძე

ნოდარ ცინცაძე
Date of birth:22 February, 1930
Date of death:22 June, 2020  (at 90 years)
Burial location:მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Scientist, Educator, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1955 წელს.

1958–1960 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1960–2006 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პლაზმური ფიზიკის განყოფილების უფროსი; 1960–1967 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის დოცენტი; 1974-2002 წწ. გეტერბორგისა და უმეოს უნივერსიტეტების პროფესორი; ლოს-აჟელესის, ბერკლის, კორნელის პრინსტონის, ნიუ-ორკის, კოლუმბიის უნივერსიტეტების (აშშ), პროფესორი (1975); 1985-1995 წწ.  თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (ISTP)(ტრიესტი, იტალია) პლაზმის ფიზიკის კოლეჯის დირექტორი, პროფესორი; 1968-1994 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის პროფესორი; 1994-2006 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე;  2006-2010 წწ. ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; 2010 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივირსეტეტისა და ელეფთერ ანდრონიკაშვის სახელობის ფიზიკის უნსტიტუტის განყოფილების გამგე; 2012 წლიდან ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პლაზმის ფიზიკის მიმართულების სრული პროფესორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: მაკროსკოპიული სისტემების კინეტიკური თეორია, პლაზმაში არაწრფივი მოვლენების თეორია, ძლიერი ლაზერული გამოსახულების მოქმედება გარემოზე, კვანტური ფერმი და ბოზეს გაზის თვისებების დადგენა. არის 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და 7 მონოგრაფიის ავტორი. მიღებული აქვს საქართველოს განათლების სამინისტროს ჯილდო განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის, ხვარაზმის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Сильноточные электронные пучки", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "Нелинейные взаимодействия в неравномерной плазме", დაიცვა 1964 წელს.

Member of Organizations

  • მსოფლიოს პლაზმის ფიზიკის საბჭო, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1988-2020)
  • ხიროსიმის სინთეზის თეორიის ინსტიტუტი უნივერსიტეტი, საპატიო წევრი

Awards and Honors

  • 2015 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
    საქართველოში პლაზმის ფიზიკის სამეცნიერო სკოლის დაარსების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: