შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ცინცაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1955 წელს. 1958–1960 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1960–2006 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პლაზმური ფიზიკის განყოფილების უფროსი; 1960–1967 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის დოცენტი; 1974-2002 წწ. გეტერბორგისა და უმეოს უნივერსიტეტების პროფესორი; ლოს-აჟელესის, ბერკლის, კორნელის პრინსტონის, ნიუ-ორკის, კოლუმბიის უნივერსიტეტების (აშშ), პროფესორი (1975); 1985-1995 წწ. თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (ISTP)(ტრიესტი, იტალია) პლაზმის ფიზიკის კოლეჯის დირექტორი, პროფესორი; 1968-1994 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის პროფესორი; 1994-2006 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე; 2006-2010 წწ. ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; 2010 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივირსეტეტისა და ელეფთერ ანდრონიკაშვის სახელობის ფიზიკის უნსტიტუტის განყოფილების გამგე; 2012 წლიდან ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პლაზმის ფიზიკის მიმართულების სრული პროფესორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: მაკროსკოპიული სისტემების კინეტიკური თეორია, პლაზმაში არაწრფივი მოვლენების თეორია, ძლიერი ლაზერული გამოსახულების მოქმედება გარემოზე, კვანტური ფერმი და ბოზეს გაზის თვისებების დადგენა. არის 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და 7 მონოგრაფიის ავტორი. მიღებული აქვს საქართველოს განათლების სამინისტროს ჯილდო განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის, ხვარაზმის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Сильноточные электронные пучки", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "Нелинейные взаимодействия в неравномерной плазме", დაიცვა 1964 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |