The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ჭელიძე

თამაზ ჭელიძე
დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1934  (91 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი 1957 წელს.

1992–2007წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი; ამავე ინსტიტუტის ექსპერიმენტული გეოფიზიკის განყოფილების გამგე; 1997–2007წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოფიზიკური ძიების კათედრის გამგე; 1996 წლიდან ევროპის საბჭოსთან არსებული სპეციალიზირებული ცენრტის "მაღლივი კაშხალების გეოდინამიკური რისკი"-ს დირექტორი; 1996–2007წწ. საქართველოს მუდმივი კორესპოდენტი ევროპის საბჭოს ღია წილობრივ შეთანხმებაში დიდი კატასტროფების შესახებ; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული სეისმოლოგიისა და სეისმური პროგნოზის საბჭოს თავმჯდომარე; 1987–1992წწ. იყო სტრასბურგის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი; 1995–1997წწ. რენის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) მიწვეული პროფესორი, ხოლო 2000 წელს "ეკოლ ნორმალ სუპერიორ"–ის მიწვეული პროფესორი (პარიზი). 2023 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დედამიწის შემსწავლელი განყოფილების აკადემიკოს-მდივანი; იქვე − საგამომცემლო-სარედაქციო საბჭოსა და ჟურნალ  "მოამბის"  სარედაქციო საბჭოს წევრი (2023 წლიდან). 1990-2006წწ. ეწეო­და  ნაყოფიერ პედაგოგიურ  მოღვაწეობას, კითხულობდა ლექციებს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტზე. არის 300 სამეცნიერო სტატიისა და 6 მონაგრაფიის ავტორი და თანაავტორი.

წყარო: თსუ მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი: ig-geophysics.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5./ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ. 194; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის გეოფიზიკური საზოგადოება, წევრი
  • ამერიკის სეისმოლოგიური საზოგადოება, წევრი
  • ევროპის ექსპერტთა საბჭო, წევრი (2001-)
  • ინგლისის სამეფო ასტრონომიული საზოგადოება, საპატიო წევრი (2021-)
  • მსოფლიოს ინოვაციური ფონდი, წევრი
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2009 - მ. ნოდიას სახელობის პრემია
    გეოფიზიკის დარგში
  • 2000 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: