შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაადურ რაჭველიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთვარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. 1946-1947წწ. იყო ხულოს რ–ნის საექიმო უბნის გამგე; 1951-1960წწ. რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი და ენდოსკოპიური კაბინეტის გამგე; 1960-1985წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი; 1986-2008წწ. ამავე ინსტიტუტის შინაგან სნეულთა კათედრის გამგე და პროფესორი; 1971 წლიდან რესპუბლიკის მთავარი თერაპევტი; 1980 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი გასტროენტეროლოგი; 1981 წლიდან უმაღლესი სკოლის დამსახურებული მასწავლებელი. არის 160 სამეცნიერო ნაშრომისა და რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი, მათ შორის: "საქართველოს მედიცინის ისტორია" (1956), "Гастробиопсия в клинической практике (1969), "პესტიციდების ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე" (1981). საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მასალები შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკისა და კლინიკის შესახებ ძველ ქართულ წყაროებში", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "Хронический гастрит у сельских жителей", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ჟურნალი "ავერსი", 2020, N2 (174): aversi.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.278 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |