შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუმბერ ლომინაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1955 წელს. 1956-1958 წწ. მუშაობდა სსრკ ბირთვული იარაღის დამუშავების ცენტრში - "ჩელიაბინსკი-70" (ახლანდელი სნეჟინსკი) ინჟინრად, 1958-1962 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1962-1973 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის პლაზმური პროცესების მათემატიკური მოდელირების განყოფილების ხელმძღვანელად; 1974-1982 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სწავლული მდივნის მოადგილედ, 1982 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს მდივანად; 1979-1992 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ევ. ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თეორიული ასტროფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი; 1992–2000 წწ. აბასთუმნის ნაციონალური ასტროფიზიკის ობსერვატორიის დირექტორი; 1997–2003 წწ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე; 2003–2006 წწ. საქართველოს კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი; 2006 წლიდან საქართველოს მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი. 1960-2005 წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული აქვს 250 ნაშრომი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1964), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1982). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია:ტ. 6.-თბ.,1983.- გვ.286; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.137; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.261; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.417-418 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |