Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პაატა რეკვავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხობი. დაამთავრა მოსკოვის ვ. კუიბიშევის სახელობის საინჟინრო–სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1971 წელს. 1971-1975წწ. იყო საქართველოს მშენებლობისა და სასოფლო მშენებლობის სამინისტროების სისტემის, საპროექტო ინსტიტუტებისა და N1 სამშენებლო ტრესტის ინჟინერი; 1979-1995წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის უმცროსი და უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1996-2002წწ. საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის აპარატის უფროსი; 2002-2003წწ. საქართველოს პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიწვეული სპეციალისტი; 2003-2004წწ. ამავე კომიტეტის აპარატის უფროსი; 2004-2006წწ. კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო–საორგანიზაციო საკითხებში, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2007-2010წწ. არის ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 2011 წელს დაინიშნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსერტიზის სსიპ კ. ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე; 2011 წლიდან არის საქათველოს თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო-საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსი. არის ავტორი წიგნებისა: "მსხვილპანელური შენობების გაანგარიშება სეისმურ ზემოქმედებაზე სასრული ელემენტების მეთოდით" (1986), "ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელების ფორმები საზღვარგარეთის ქვეყნებში და საქართველოში" (2002), "თანამედროვე სეისმომედეგი მშენებლობა" (2009). 2013 წლიდან არის საქართველოს ეროვნული დელეგატი სეისმომედეგი მშენებლობის საერთაშორისო ასოციაციაში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006). 2020 წლის 23 ივნისის N 3829 ბრძანების საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის მიენიჭა მე-3-ე ხარისხის მედალი. სადოქტორო დისერტაციის თემა – "მსხვილპანელური შენობების სეისმომედეგობა კონსტრუქციისა და ფუძის ლოკალური არაწრფივი დეფორმირების გათვალისწინებით", დაიცვა 2006 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |