The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პაატა რეკვავა

პაატა რეკვავა
Date of birth:1 January, 1948  (76 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხობი.

დაამთავრა მოსკოვის  ვ. კუიბიშევის სახელობის საინჟინრო–სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1971 წელს.

1971-1975წწ. იყო საქართველოს მშენებლობისა და სასოფლო მშენებლობის სამინისტროების სისტემის, საპროექტო ინსტიტუტებისა და N1 სამშენებლო ტრესტის ინჟინერი; 1979-1995წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის უმცროსი და უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1996-2002წწ. საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის აპარატის უფროსი; 2002-2003წწ. საქართველოს პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიწვეული სპეციალისტი; 2003-2004წწ. ამავე კომიტეტის აპარატის უფროსი; 2004-2006წწ. კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო–საორგანიზაციო საკითხებში, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2007-2010წწ. არის ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 2011 წელს დაინიშნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსერტიზის სსიპ კ. ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე; 2011 წლიდან არის  საქათველოს თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო-საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსი. არის ავტორი წიგნებისა: "მსხვილპანელური შენობების გაანგარიშება სეისმურ ზემოქმედებაზე სასრული ელემენტების მეთოდით" (1986), "ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელების ფორმები საზღვარგარეთის ქვეყნებში და საქართველოში" (2002), "თანამედროვე სეისმომედეგი მშენებლობა" (2009). 2013 წლიდან არის საქართველოს ეროვნული დელეგატი სეისმომედეგი მშენებლობის საერთაშორისო ასოციაციაში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006). 2020 წლის 23 ივნისის N 3829  ბრძანების საფუძველზე საქართველოს თავდაცვის  სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის მიენიჭა მე-3-ე ხარისხის მედალი.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "მსხვილპანელური შენობების სეისმომედეგობა კონსტრუქციისა და ფუძის ლოკალური არაწრფივი დეფორმირების გათვალისწინებით", დაიცვა 2006 წელს.

Member of Organizations

  • ევროპის სეისმომედეგი მშენებლობის ასოციაცია, წევრი
  • ლტოლვილთა რაიონული კომიტეტი, თავმჯდომარე (1995-1996)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ–კოპესპონდენტი (2007-2019)
  • საქართველოს ფაზისის მეცნიერებათა ააკადემია, ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი (2018-)
  • საქართვლოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი (2019-)
  • სეისმომედეგი მშენებლობისა და საინჟინრო სეისმოლოგიის საქართველოს ეროვნული ასოციაცია, პრეზიდენტი (2009-)
  • შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭო, წევრი (2006-)
  • ხობის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობა, თავმჯდომარის მოადგილე

Awards and Honors

  • 2019 - საქართველოს დამსახურებული მშენებელი

Bibliography


Share: