| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როინ აბუსელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადები ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009 წელს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის განხრით. ლექსების წერა 14 წლის ასაკში დაიწყო. მისი ლექსები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში: "ჭოროხი", "კვირის პალიტრა"; გამოცემული აქვს ერთი კრებული "ოცდაერთის გამოღმა და ოცდაერთის გაღმა" (2010 წ). ამავე წელს გამოიცა რ. აბუსელიძისა და მისი სამი მეგობრის ლექსების კრებული "ა ბ გ დ". 2011 წელს გამოვიდა კიდევ ერთი კრებული "მეცხრე ტალღა", რომელშიც როინისა და კიდევ რვა ბათუმელი პოეტის ლექსები შევიდა. მისი ლექსები 2010 წლიდან იბეჭდება, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ჟურნალ-გაზეთებში. იგი მრავალი ჯილდოსა და პრემიის მფლობელია. 2014-2018 წლებში მისი ლექსები ითარგმნა ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, სომხურ, არაბულ და რუსულ ენებზე. არის ლიტერატურული კონკურსის - "ლექსების გამოფენა" გამარჯვებული (2010), თბილისის მერიის კონკურსის ორგზის ლაურეატი (2016); მიღებული აქვს პრემია ზურაბ გორგილაძის შემოქმედების პოპულარიზაციისთვის, იერუსალიმის პატრიარქის საპატიო ორდენი. არის "აჭარის მწერალთა სახლის" ლიტერატურული ღონისძიებების ორგანიზატორი. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.7; poetry.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

