The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კოტე მაყაშვილი

კოტე მაყაშვილი
Legal name:კონსტანტინე მაყაშვილი
Date of birth:26 November, 1875
Date of death:29 August, 1927  (at 51 years)
Burial location:მწერალთ და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, თბილისი
Category:Poet

Biography

დაიბადების ადგილი: სოფელი იყალთო, თელავის რაიონი.

 1895 წელს გიმნაზია დაამთავრა და სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე შევიდა, მაგრამ სტუდენტთა გამოსვლებში მონაწილეობის გამო უნივერსიტეტიდან გარიცხეს. 1900 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ქართულ გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა მასწავლებლად, თუმცა აქ დიდხანს არ დარჩენილა. 1903 წელს ქართულ სათავადაზნაურო ბანკში დამფასებლად, ხოლო 1915 წელს ამავე ბანკის დირექტორად აირჩიეს. იგი  აქტიურად თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებში: გაზეთებში - "ივერია, "სახალხო გაზეთი", "ისარი", "საქართველო", "ლომისი", "თემი" და სხვა. ჟურნალებში - "საქართველო", "ფასკუნჯი", "პრომეთე", "ლომისი". 1918 წელს მისი თავმჯდომარეობით დაარსდა ხელოვანთა ცენტრი. იგი იყო ინიციატორი სათავადაზნაურო დაწესებულებასთან იმ განსაკუთრებული ფონდის დაარსებისა, რომელიც დახმარებას უწევდა ყველა ხელმოკლე, ნიჭიერ ახალგაზრდას. საზოგადო მოღვაწე, ეროვნული გმირის - მარო მაყაშვილის მამა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.6.-თბ.,1983.-გვ.507; საქართველოს სამეფოს ვებ-გვერდი: georoyal.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, ერთ-ერთი დამაარსებელი, თავმჯდომარე (1916-1926)
  • ქართული დრამატული საზოგადოება, წევრი (1921-)
  • ხელოვანთა კულტურული კომიტეტისა და ხელოვანთა სასახლე, თავმჯდომარე (1921-)

Bibliography


Share: