Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კოტე მესხი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სწავლობდა თბილისის რეალურ სასწავლებელში, შემდეგ პარიზში აქვეყნებდა წერილებს ფრანგულ თეატრზე. იყო მუდმივი თეატრის დამფუძნებელი. 1874 წლიდან მონაწილეობდა ქუთაისის სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. 1879 მიიწვიეს მსახიობად თბილისის მუდმივ პროფესიულ დასში. 1894 წლიდან როგორც მსახიობი და რეჟისორი მოღვაწეობდა თბილსის დრამატულ თეატრში. ასრულებდა გმირულ და სახასიათო როლებს: ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის "სამშობლო"), გოჩა (ა. წერეთლის "თამარ ცბიერი"), რუსთაველი (კ. მესხის "რუსთაველი"), ოტია (ვ. გუნიას "და-ძმა"), ანანია (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), არბენინი (მ. ლერმონტოვის "მასკარადი"), ჩაცკი (ა. გრიბოედოვის "ვაი, ჭკუისაგან"), ოტელო, პეტრუჩიო (უ. შექსპირის "ოტელო", "ჭირვეულის მორჯულება"), ტარტიუფი ( მოლიერის "ტარტიუფი") და სხვა. ხელი შეუწყო ქართულ სცენაზე ფრანგული დრამატურგიის დამკვიდრებას. მან პირველმა ჩამოიტანა პარიზიდან ალ. დიუმას "მარგარიტა გოტიე" და თავადვე თარგმნა. იგი არის ავტორი 30-მდე ორიგინალური თუ გადმოკეთებული პიესა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.6.-თბ., 1983.-გვ.602; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.72 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |