The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რეზო თაბუკაშვილი

რეზო თაბუკაშვილი
Legal name:რევაზ თაბუკაშვილი
Date of birth:2 August, 1927
Date of death:5 August, 1990  (at 63 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Playwright, Explorer, Writer, Filmmaker, Screenwriter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი 1949 წელს.

მისი ლექსები და თარგმანები ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში იბეჭდებოდა მეოცე საუკუნის 40-იანი წლებიდან. წარმატებით იდგმებოდა თბილისის თეატრების სცენებზე მისი შემდეგი პიესები: "რაიკომის მდივანი"(1953), "რას იტყვის ხალხი"(1956), "დენბურგის ზარი"(1970). იგი იყო ლიბრეტოების ავტორი ოპერებისათვის: "მინდია" და "ქაჯანა". დიდია მისი დამსახურება ქართველი ემიგრანტების ცხოვრებისა და მოღვაწეობის კვლევის საქმეში. უცხოეთში გადახვეწილი ცნობილი ეროვნული მოღვაწეების კვალის ძიებას მან დოკუმენტურ ფილმთა ციკლი მიუძღვნა. მათ შორისაა ფილმები: "კვალი ნათელი"(1978) მიხეილ თამარაშვილის შესახებ, რომლის საფლავს იტალიაში მიაკვლია, ფილმი "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი"(1985), რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და ქართული საგანძურის გადასარჩენად გაწეულ ღვაწლს ეხება. აგრეთვე ის არის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი შემდეგი ფილმებისა: "ალპური ვარსკვლავი"(ფილმი ეძღვნება ფორე მოსულიშვილის ხსოვნას, 1979), "ვიტორიო სელა"(1980), "მთანი მაღალნი"(1980),  "მიხეილ ხერგიანი"(1981), "პირველად იყო სიტყვა"(1982), "ფურცლები ფრანგული დღიურიდან"(1983), "ნაძარცვის კვალდაკვალ"(1986),  "შორეული სიახლოვე"(1987). მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით საქართველოს დაუბრუნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი, მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავსა და არქივში გაბნეული ხელნაწერები, დოკუმენტები თუ ფოტომასალა. იგი უილიამ შექსპირის სონეტების საუკეთესო მთარგნელად ითვლება.

Awards and Honors

  • საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

Bibliography


Share: