The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვიქტორ კუპრაძე

ვიქტორ კუპრაძე
Date of birth:2 November, 1903
Date of death:25 April, 1985  (at 81 years)
Category:Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბდების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1927 წელს.

1933-1935წწ. მუშაობდა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში სწავლული მდივნისა და უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. 1936-1941წწ. იგი იყო სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი. პარალელურად ხელმძღვანელობდა კათედრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1941-1943წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1944-1953წწ. იყო საქართველოს განათლების მინისტრი, ხოლო 1954-1959წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 1954-1962წწ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; 1958 წლიდან საქართველოს სსრ მეცნირებათა აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილებების აკადემიკოს-მდივანი; ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა მათემატიკური მეცნიერების მთელი რიგი დარგების შემდგომ განვითარებასა და სრულყოფაში. იგი ავტორია მრავალი ფუნდამენტური გამოკვლევისა მათემატიკურ ფიზიკასა და მექანიკაში, რომლებიც თავმოყრილია მის მრავალრიცხოვან მონოგრაფიებში. 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორისაა ფუნდამენტური მონოგრაფიები. მისი არაერთი ნაშრომი თარგმნილი და გამოცემულია უცხო ენებზე. ფიზიკა-მათემატიკური მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1936).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.76;  ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 64-65

Member of Organizations

  • საქართველოს მათემატიკური საზოგადოება, პირველი პრეზიდენტი (1962-1966)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1946-)
  • სკკპ, წევრი (1932-)

Awards and Honors

  • 1981 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1971 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი (2 ორდენი)
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: