The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა ხაზარაძე

ნანა ხაზარაძე
Date of birth:4 February, 1931
Date of death:2 February, 2019  (at 87 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1955 წელს.

1957-1959წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილების ლაბორანტი; 1959-1975 წწ. განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1976-1986 წწ. განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1986-1990 წწ.  განყოფილების წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; 1990-2005 წწ. ინსტიტუტის ქართველი ხალხის ეთნოგენეზის კომპლექსური შესწავლის საპრობლემო ჯგუფის ხელმძღვანელი; 1990–2006 წწ. ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; 2005-2006 წწ. ამავე განყოფილების გამგე; 2009-2019 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 1990-2019 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 214 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 12 წიგნი, აქედან 3 თანაავტორობით, 3 სახელმძღვანელო. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1974 წელს, სადოქტორო დისერტაცია - 1986 წელს. 1992 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.

Member of Organizations

  • "ანალები", "საისტორიო ვერტიკალები" და ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის კონსულტანტი და რედკოლეგიები, წევრი
  • ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოება, თავმჯდომარე (2006-)
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს მწიგნობართა ასოციაცია, წევრი
  • ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • კავკასიის ხალხთა ისტორიის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • მწიგნობართა ასოციაციის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზაცია, თავჯდომარე (1995-)
  • საერთაშორისო ორგანიზაციის "შალომი", წევრი (1995-)
  • საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ფენიქსი XXI ისტორია და თანამედროვეობა", თავმჯდომარე (1995-1997)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2012-2019)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის კომისია, წევრი
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "შრომების" რედკოლეგია, წევრი (1990-2006)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი საბჭოსა და პროფესორთა საბჭო, წევრი (1990-2005)

Awards and Honors

  • 2010 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 2010 - გიორგი მელიქიშვილის სახელობის პრემია
  • 2010 - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია
  • 1996 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ისტორიული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და აქტიური საზოგადოებრივი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1985 - სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია

Bibliography


Share: