Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ ტივაძე![]()
Biographyდაბდების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1958 წელს. 1960-1964წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სსრკ ხალხთა ისტორიის კათედრის ასპირანტი; 1970-1995წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1970-1977წწ. კავკასიის ხალხთა ისტორიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1985წწ. სსრკ ხალხებთან საქართველოს ურთიერთობის ისტორიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-1995წწ. ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია ორი მონოგრაფიის: "საქართველო და რუსეთ-ირანის პოლიტიკური ურთიერთობა XVII საუკუნის მეორე ნახევარში" და "თეიმურაზ I-ის საგარეო პოლიტიკა". მნიშვნელოვანი სამეცნიერო სტატიები აქვს შემდეგ საკითხებზე: იმერეთის სამეფოს რუსეთთან ურთიერთობა, თუშ-ფშავ-ხევსურეთის რუსეთთან ურთიერთობა, კაზაკების მიერ გონიოს ციხის აღება და ა.შ. ისტორიის მეცნიერებატა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა- "ირანის საკითხი მოსკოვის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში XVI ს. დასასრულს და XVII ს. დასაწყისში," დაიცვა 1966 წელს; სადოქტორო დისერტაცის თემა - "საქართველო და რუსეთ-ირანის პოლიტიკური ურთიერთობები XVII ს-ის მეორე ნახევარში", დაიცვა 1980 წელს. წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: tsu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |