The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



უშანგი ჩხეიძე

უშანგი ჩხეიძე
Date of birth:28 November, 1898
Date of death:1 December, 1953  (at 55 years)
Burial location:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ფუთი, ზესტაფონის რაიონი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარალელურად მეცადინეობდა რეჟისორ გ. ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში; თავდაპირველად მონაწილეობდა მუშათა თეატრების (ავჭალის აუდიტორია, ავლაბრის თეატრი, თბილისის მუშთა ცენტრალური კლუბი) წარმოდგენებში; 1920 წლიდან მუშაობდა თბილისის ქართული დრამის, ხოლო 1921 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრში; წარმატებით შეასრულა როლები: ვიქტორი და არისტო (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება" და "სამანიშვილის დედინაცვალი"), ელიზბარი (ს. შანშიაშვილის "მათრახის პანაშვიდი"), მეფე ჯიმშერი (ი. გედევანიშვილის "სინათლე"), ინკუბუსი (ს. შანშიაშვილის "ლატავრა"), ფილი კულენი (ჯ. სინგის "გმირი"); 1925 წელს უ. ჩხეიძემ ბრწყინვალედ განახორციელა ჰამლეტის სახე (უ. შექსპირის "ჰამლეტი") და საყოველთაო აღიარება მოიპოვა როგორც მაღალნიჭიერმა დრამატულმა მსახიობმა; შემდეგ იგი სხვა მსახიობებთან ერთად გადავიდა ახლად დაარსებულ თეატრში (1933-დან კ. მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრი), ჯერ ქუთაისში (1928-1930), ხოლო 1930-დან თბილისში; 1928-1933წწ. კ. მარჯანიშვილის დადგმებში შეასრულა შემდეგი როლები: კარლ ტომასი (ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცლობთ!"), ბეგლარი (კ. კალაძის "როგორ"), ურიელ აკოსტა (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), კვეჟენაძე (შ. დადიანის "კაკალ გულში"), გულბაათი (კ. კალაძის "ხატიჯე"), გრაფი ჩენჩი (პ. შელის "ბეატრიჩე ჩენჩი"), იაგო (უ. შექსპირის "ოტელო"); მისი პიესა "გიორგი სააკაძე" იდგმებოდა მარჯანიშვილის სახელობის თატრის სცენაზე (ვ. ყუშიტაშვილის დადგმით 1940 და ვ. ტაბლიაშვილის დადგმით 1953). დაწერა წიგნები: "კ. მარჯანიშვილი - რეჟისორი და მასწავლებელი" (1949), "მოგონებები და წერილები" (1956). კინოში შესრულებული აქვს როლები: ნიკო ("ქარიშხლის წინ", 1925), ლუი რუ -კალატოზი ("კომუნარის ჩიბუხი", 1929) რაიკომის მდივანი იულონი ("ნარინჯის ველი", 1937). 1999 წელს უშანგი ჩხეიძის ნეშტი დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.

წყარო: მამულიშვილთა სავანე / ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე. - თბ., 1994.-გვ.388; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.175-176; ეროვნული ფილმოგრაფიის ვებგვერდი: geocinema.ge; თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.941

Awards and Honors

  • 1935 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1933 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Bibliography


Share: