Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ნიორაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შრომა, ზესტაფონის რაიონი. სწავლობდა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში; 1921 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1910-1917წწ. იყო ქუთაისის საქალაქო სასწავლებლისა და მუშათა საღამოს კურსების მასწავლებელი; ატარებდა ლექციებს ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ; უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იქვე დატოვეს საპროფესოროდ მოსამზადებლად; 1920-1922წწ. აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს; 1922-1924წწ. სწავლობდა ჯერ ბერლინის, ხოლო შემდეგ ჰამბურგის უნივერსიტეტში და მიიღო არქეოლოგის კვალიფიკაცია; 1925 წლიდან საქართველოს სახელმწიფო მუზუმში არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე; 1926 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 1927 წელს მისი ხელმძღვანელობით გაითხარა ადრინდელი რკინის ხანის ორმოსამარხი ზემო ავჭალაში, 1930 წელს მტკვარ – არაქსის კულტურის ადრეული ძეგლი დიდუბეში; 1934 წლიდან არქეოლოგიის კათედრის გამგე; 1933 წლიდან პროფესორი, 1935 წლიდან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; 1935 წელს დაინიშნა საქართველოს არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად; 1933–1943წწ. განაგებდა ენის, ისტორიის და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის(შემდგომში ისტორიის ინსტიტუტი) არქეოლოგიის განყოფილებას; მისი არქეოლოგიური გამოკვლევები მოიცავს ქრონოლოგიური დიაპაზონის ძეგლებს ქვის ხანის მღვიმე საცხოვრისებიდან ფეოდალურ ხანამდე; ეთნოლოგიურ–ანთროპოლოგიური გამოკვლევები ეძღვნება ქართველების, ოსების, კავკასიისა და ციმბირის ხალხთა ყოფას, რელიგიას, ზოგადად კულტურისა და ისტორიის საკითხებს; გამოიკვლია დასავლეთ საქართველოს ხელოვნური ბორცვების ხასიათი და ასაკი, აღმოსავლურ-ქართული ბრინჯაოს კულტურის თავისებურება, ქართულ–წინააზიურ კულტურათა ურთიერთობა; გათხარა და შეისწავლა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები, ქართული არქეოლოგიის ფუძემდებელი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბილისი, 1984, გვ. 441 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |