The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ნიორაძე

გიორგი ნიორაძე
Date of birth:12 December, 1886
Date of death:10 December, 1951  (at 64 years)
Category:Archaeologist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი:  სოფელი შრომა, ზესტაფონის რაიონი.

სწავლობდა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში; 1921 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 

1910-1917წწ. იყო ქუთაისის საქალაქო სასწავლებლისა და მუშათა საღამოს კურსების მასწავლებელი; ატარებდა ლექციებს ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ; უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იქვე დატოვეს საპროფესოროდ მოსამზადებლად; 1920-1922წწ. აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს; 1922-1924წწ. სწავლობდა ჯერ ბერლინის, ხოლო შემდეგ ჰამბურგის უნივერსიტეტში და მიიღო არქეოლოგის კვალიფიკაცია; 1925 წლიდან საქართველოს სახელმწიფო მუზუმში არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე; 1926 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 1927 წელს მისი ხელმძღვანელობით გაითხარა ადრინდელი რკინის ხანის ორმოსამარხი ზემო ავჭალაში, 1930 წელს მტკვარ – არაქსის კულტურის ადრეული ძეგლი დიდუბეში; 1934 წლიდან არქეოლოგიის კათედრის გამგე; 1933 წლიდან პროფესორი, 1935 წლიდან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; 1935 წელს დაინიშნა საქართველოს არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად; 1933–1943წწ. განაგებდა ენის, ისტორიის და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის(შემდგომში ისტორიის ინსტიტუტი) არქეოლოგიის განყოფილებას; მისი არქეოლოგიური გამოკვლევები მოიცავს ქრონოლოგიური დიაპაზონის ძეგლებს ქვის ხანის მღვიმე საცხოვრისებიდან ფეოდალურ ხანამდე; ეთნოლოგიურ–ანთროპოლოგიური გამოკვლევები ეძღვნება ქართველების, ოსების, კავკასიისა და ციმბირის ხალხთა ყოფას, რელიგიას, ზოგადად კულტურისა და ისტორიის საკითხებს; გამოიკვლია დასავლეთ საქართველოს ხელოვნური ბორცვების ხასიათი და ასაკი, აღმოსავლურ-ქართული ბრინჯაოს კულტურის თავისებურება, ქართულ–წინააზიურ კულტურათა ურთიერთობა; გათხარა და შეისწავლა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები, ქართული არქეოლოგიის ფუძემდებელი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბილისი, 1984, გვ. 441

Member of Organizations

  • მოსკოვის საბუნებისმეტყველო საზოგადოება, წევრი (1922-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1946-)

Awards and Honors

  • 1944 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography

  • შრომები=Die Werke=Труды : 5 ტომად (Author) // ტ. 2 : საქართველოს ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლები = Bronzezeitliche archaologische Fundorte aus Georgien = Археологические памятники бронзовой эпохи Грузии . - თბილისი, მეცნიერება, 2013. - 338გვ.. - ISBN: 978-9941-9311-5-4
  • შრომები=Die Werke=Труды : 5 ტომად (Author) // ტ. 1: საქართველოს გვიანბრინჯაოს, ანტიკური და შუასაუკუნეების ხანის არქეოლოგიური ძეგლები = Spatbronzezeitliche, antike und mittelalterliche archaologische Fundorte aus Georgien = Археологические памятники позднебронзовой, античной и средневековой эпох Грузии. - თბილისი, მეცნიერება, 2011. - 360გვ. . - ISBN: 978-9941-9105-8-6
  • მიკლუხო-მაკლაი და "ქვის ხანის ადამიანები" : 22 სურათით (Author). - თბილისი, ტექნიკა და შრომა, 1948. - 92გვ.
  • პალეოლითის ადამიანი დევისხვრელში : 64 სურათით, 8 ტაბულითა და 1 გეგმით (Author). - ტფილისი, საქ. მუზეუმის გა-მა, 1933. - 110გვ.
  • ზემოავჭალის სამარე (Author). - ტფილისი, პოლიგრაფტრ. სტ., 1931. - 89გვ.

Share: