The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფატი ხუნდაძე

ფატი ხუნდაძე
Date of birth:1895
Date of death:1978  (at 83 years)
Burial location:მუხათგვერდის სასაფლაო, თბილისი
Category:Scientist, Educator, Public Man, Psychologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1915-1918 წლებში მუშაობდა პედაგოგად; 1918 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. იმავე წელს, სხვა ქართველ ახალგაზრდებთან ერთად სწავლის გასაგრძელებლად გაგზავნეს გერმანიაში, სადაც 1924 წელს დაასრულა ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. მომდევნო წელს მას მიენიჭა ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ფსიქოლოგიის დარგში.

1926 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა. მრავალი წლის მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. დ. უზნაძესთან ერთად იგი იყო ბავშვთა ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი. კერძოდ, მის შრომებში განხილულია ბავშვებში აზროვნების განვითარების და გენეტიკურ ჭრილში ესთეტიკური აღქმის საკითხები. 1935 წელს მას მიენიჭა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იყო არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოკვლევის (მათ შორის რამდენიმე მონოგრაფიის) ავტორი. მისი შრომები გამოქვეყნებულია როგორც ქართულ და რუსულ, ისე გერმანულ სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში. პირველი დოქტორი ქალი ამიერკავკასიაში, საქართველოში ბავშვთა ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროფესორი. გამოჩენილი პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის სილოვან ხუნდაძის ქალიშვილი.

წყარო: მეცნიერი ქალი: geowomen.wordpress.com

Member of Organizations

  • ბავშვთა ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლა, ერთ-ერთი დამფუძნებელი
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Awards and Honors

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: