The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პეტრე უმიკაშვილი

პეტრე უმიკაშვილი
Date of birth:17 October, 1838
Date of death:25 May, 1904  (at 65 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Writer, Educator, Publicist, Public Man, Folklorist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1864 წელს.

1893 წლამდე მუშაობდა მასწავლებლად თბილისის ქართულ გიმნაზიაში; 1894-1898წწ. - შავი ქვის წარმოებაში ზესტაფონსა და ბათუმში. გამოსცა და რედაქტორობდა "სასოფლო გაზეთს". ავტორია ლიტერატურულ-პუბლიცისტური ნარკვევების, თარგმანების, პიესებისა და სხვა. დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ზეპირსიტყვიერების შეკრებასა და გამოქვეყნებაში. გამოსცა "არსენას ლექსი", "ეთერიანი", "ქართული ანდაზები" და სხვა. შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია (მასში შესულია ი. ჭავჭავაძის, ი. გოგებაშვილის, ა. ხახანაშვილის და სხვათა მიერ შეკრებილი ნიმუშები), რომლის ნაწილი (ანდერძის თანახმად) გამოაქვეყნა ფ. გოგიჩაიშვილმა ("სახალხო ლექსები", 1905; "ხალხური სიტყვიერება", ტ. I, 1937). ფოლკლორისტი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.332; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10.-თბ., 1986.-გვ.148; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.354; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1879-1904)

Bibliography


Share: