The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ მითაგვარია

ნოდარ მითაგვარია
Date of birth:30 January, 1941  (83 years)
Category:Biologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავტომატიკის და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1964 წელს.

1967-1971 წწ. იყო ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი და შემდეგ მეცნიერ თანამშრომელი; 1971-1980 წ. ამავე ინსტიტუტის თავის ტვინის ფუნქციათა მეტაბოლური უზრუნველყოფის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1980-1991 წწ. დირექტორის მოადგილე და ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1991 წლიდან დღემდე თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლიზმის განყოფილების ხელმძღვანელი; 1991-2017 წწ.  Valey Cancer Institute-ის (ლოს ანჯელესი, აშშ) უფროსი კონსულტანტი (Senior Consultante). 2017 წლიდან დღემდე BAO Health Resource Corporation (ტარზანა, აშშ) სამეცნიერო მრჩეველი (Scientific Advisor); 2017 წლიდან დღემდე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიის და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს -მდივანი. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები და 200-მდე სამეცნიერო სტატია და აბსტრაქტი ქართულ, ინგლისურ და რუსულ პერიოდულ გამოცემებსა და შრომათა კრებულებში. ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1971), ბიოლოგიურ მეცნიერებატა დოქტორი (1984), პროფესორი (1990).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: cience.org.ge

Member of Organizations

  • ევროპის ნეირომეცნიერთა საზოგადოებათა ფედერაცია (FENS), მმართველი კომიტეტის წევრი (2010-2017)
  • თავის ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია (IBRO), მმართველი კომიტეტის წევრი (2010-2017)
  • კლინიკური ჰიპერთერმიის საერთაშორისო საზოგადოება (ISHS), პრეზიდენტი (2010-2011)
  • საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი საზოგადოება Sigma-Xi, წევრი
  • საქართველო მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2013-)
  • საქართველოს ნეირომეცნიერთა საზოგადოება, აღმასრულებელი მდივანი და პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებელი
  • საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოება, ვიცე პრეზიდენტი
  • ქსოვილებში ჟანგბადის გადატანის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISOTT), აღმასრულებელი დირექტორი (1978-1981)

Awards and Honors

  • 2001 - ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემია
  • 1991 - საერთაშორისო ორდენი "Merit for Life"
  • 1991 - სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის განყოფილების პირველი პრემია და საპატიო დიპლომი
    "თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის პროგრამით" მაღალი ხარისხის კვლევების ჩატარებისთვის

Bibliography


Share: