Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
მერი დავითაშვილი
Date of birth: | 13 March, 1924 |
Date of death: | 17 February, 2014 (at 89 years) |
Burial location: | საბურთალოს პანთეონი, თბილისი |
Category: | Composer |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1946 წელს. 1973 წლიდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი იყო; პროფესორი (1994), ასოცირებული პროფესორი (2006); დაწერილი აქვს ორი საბავშვო ოპერა: "ქაჯანა" (1965) და "ნაცარქექია" (1972); მრავალი საბავშვო სიმღერა და მუსიკა საბავშვო სრულმეტრაჟიანი და ნახატი ფილმებისათვის: "მანანა", "მტრობა", "ხელმარჯვე ოსტატი", "ჩხიკვთა ქორწილი", "წუნა და წრუწუნა"; სიმფონიური, კამერულ–საკრავიერი და საგუნდო ნაწარმოებები; მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის; 1972 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს საბავშვო და მოზარდთა მუსიკის კვირეულის ხელმძღვანელი, რომელსაც 2010 წელიდან მიენიჭა მერი დავითაშვილის სახელი; მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა ქუთაისის საოპერო თეატრის წინ (2003).
წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 136; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.58
Member of Organizations
- საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, მდივანი (1968-1992)
- საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, წევრი
Awards and Honors
- 2011 - თბილისის საპატიო მოქალაქე
- 2005 - ბორჯომის საპატიო მოქალაქე
- 1997 - ღირსების ორდენი
- 1994 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
- 1981 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 1979 - საქართველოს სახალხო არტისტი
Bibliography
- მოგონებები გარდასულ დღეთა (Author). - თბილისი, საქ. მუსფონდის ნოტის საბეჭდი საამქრო, 2011. - 146გვ.. - ISBN: 978-9941-9270-9-6
|