The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ჯაფარიძე

ოთარ ჯაფარიძე
Date of birth:16 September, 1921
Date of death:10 July, 2020  (at 98 years)
Category:Archaeologist, Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1943 წელს. 1944 წლიდან სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1948-1950ww. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1948 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1950-1952წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიის განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომელი; 1952 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობს; სხვადასხვა დროს იყო არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი; 1962 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; 1964 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება; 1967 წელს დაინიშნა არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრის გამგედ; მომდევნო წელს, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრების გაყოფის შემდეგ, გახდა არქეოლოგიის კათედრის გამგე, რომელსაც თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა; ძირითადად იკვლევდა ბრინჯაოს ხანის საქართველოს კულტურის ისტორიისა და ქართველურ ტომთა ეთნოლოგიის ისტორიის საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით გათხარეს არკნეთისა და ქვასათალის სამაროვნები ფრანის ხეობაში 1953-1954 წლებში, ზურტაკეტის შუა ბრინჯაოს ხანის გორასამარხები 1959-1965 წლებში, ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურული ნამოსახლარები, შულავრის, იმირისა და ხრამის დიდი გორები, აგრეთვე ქვემო ქართლის ბრინჯაოს ხანის გორასამარხები 1965-1971 წლებში, ასევე 1971-1977წწ. მესხეთისა და 1978-1982წწ. და მარტყოფის გორასამარხები. არის საქართველოს ერთ–ერთი წამყვანი არქეოლოგი. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართველი ტომების ისტორიის კვლევაში ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, ქართველი ხალხის ეთნოგენეზისის კვლევის საქმეში. არის 120-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტის ვებგვერდი: tsu.geსაქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.60; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.49

Member of Organizations

  • ჟურნალ "Советская Археология" რედკოლეგია, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1993-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1979-)

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1997 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1969 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია
    არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში : ქართველი ტომების ისტორიისათვის ძვ. წ. II ათასწლეულში / ოთარ ჯაფარიძე . - თბილისი : საბჭ. საქართველო, 1969, 295გვ.
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    მონოგრაფიისათვის - "საქართველოს არქეოლოგია"

Bibliography


Share: