შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დალი ფარჯანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ფსიქოლოგიის განყოფილება 1962 წელს. 1965-2005წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრის თანამშრომელი; 1984-2002წწ. კი ამ კათედრის გამგე; 1998-2004წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. 1969 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. მისი მეცნიერული კვლევები ზოგადი ფსიქოლოგიის, კოგნიტური ფსიქოლოგიის, პიროვნების ფსიქოლოგიის და განვითარების ფსიქოლოგიის პრობლემებს ეხება. ფსიქოლოგიის დოქტორი. წყარო: მეცნიერი ქალი: geowomen.wordpress.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.251 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |