შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლერი სიხარულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტის გეოლოგიის განყოფილება 1959 წელს; მოსკოვის საკავშირო კინოინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1967 წელს. 1968 წლიდან მუშაობდა სატელევიზიო სტუდიაში ფილმების რეჟისორად; 1976-1978წწ. იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მულტიპლიკაციური ფილმების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი. იყო სცენარის ავტორი და რეჟისორი ფილმებისა: "საჯვარეობა" (1994, დოკუმენტური), "ლახტის გაკვეთილები" (1986, დოკუმენტური), "ინდი-მინდი" (1977, სიმღერა შვილიშვილებისათვის, სატელევიზიო მხატვრული ფილმი), "უსასრულობა" (1971, მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი), "მზის საათი" (მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი). წყარო: პირველი არხი: სცენა: 1tvscena.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |