Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბორის კუფტინი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამარა, რუსეთი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბოტანიკოსის სპეციალობით 1914 წელს. 1919 წლიდან მოსკოვის უნივერსიტეტის პედაგოგია. 1933 წელს საცხოვრებლად თბილისში გადმოდის. 1933-1953წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. მისი პირველი შრომები ეხება რსფსრ და უკრაინის სსრ ხალხთა ეთნოგრაფიასა და არქეოლოგიას. საქართველოში ბ. კუფტინის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას მიეძღვნა. 1933 წლიდან საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებს იკვლევდა. წარმატებით მუშაობდა საქართველოსა და კავკასიის ნივთიერი კულტურის ისტორიულ პერიოდიზაციისა და ქრონოლოგიის საკითხებზე. აღმოაჩინა და შეისწავლა თრიალეთის კულტურა. გამოყო აგრეთვე მტკვარ-არაქსის კულტურა. დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური ძეგლების შესწავლის შედეგები აისახა მის ორტომიან ნაშრომში "მასალები კოლხეთის არქეოლოგიისათვის". თბილისში არის ბ. კუფტინის ქუჩა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ.,1983.-გვ. 91; განმანათლებლობა საქართველოში - იდეები დამოღვაწეები: nateba.websail.net; წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.246 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |