| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე მერაბიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი უდე, ადიგენის რაიონი, ახლანდელი ადიგენის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ენერგეტიკის ფაკულტეტი 1958 წელს; მოსკოვის კრჟიჟანოვსკის სახელობის ენერგეტიკის ინსტიტუტი 1964 წელს. 1958-1960წწ. იყო საქართველოს სამეურნეო საბჭოს თბილისის ელექტროტექნიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი; 1963-1968წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, სადაც შექმნა და დაამუშავა ელექტრული ენერგიის ნახევარგამტარული გარდამქნელების შემცველი წრედებისა და სისტემების თეორიის განვითარების და მათი ანალიზის საინჟინრო მეთოდები, ჩამოაყალიბა ელექტრული ენერგიის არაწრფივი ვენტილური გარდამქმნელების კვლევის სპექტრულ-ოპერატიული ორიგინალური მეთოდი, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში პ. მერაბიშვილის მეთოდით არის ცნობილი; 1976-1982წწ. იყო მოსკოვის საკავშირო საინჟინრო საამშენებლო ინსტიტუტის დოცენტი; 1982 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში იყო ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრის გამგე; 1987 წლიდან სათავეში ჩაუდგა სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელ სპეციალიზებულ საბჭოს. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და გამოიცა მრავალი სახელმძღვანელო და სასწავლო-მეთოდური ლიტერარურა ელექტროტექნიკის თეორიულ საფუძვლებსა და ზოგად ელექტროტექნიკაში. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც გამოქვეყნებულია საქართველოში და უცხოეთის ქვეყნებში. მისი ინიციატივით ახალციხეში გაიხსნა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტის სამცხე-ჯავახეთის ფაკულტეტი (1994). 1982 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; 1964 წლიდან ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; მეცნიერი ელექტროტექნიკის დარგში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1982), პროფესორი (1982). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.297; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

