შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინე საყვარელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი : ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1949 წელს. 1957 წლიდან მუშაობდა დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სამედიცინო ფსიქოლოგიის განყოფილებაში, ჯერ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1973-989წწ. იყო ამავე განყოფილების გამგე; 1969-1985წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრაზე კითხულობდა პათოლოგიური ფსიქოლოგიის კურს; 1989-2001წწ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ კონსულტანტი; 1996-2001წწ. ფსიქოლოგიის ინტსიტუტთან არსებული სამედიცინო ფსიქოლოგიის ინსტიტუტში კითხულობდა პათოლოგიური ფსიქოლოგიის კურსს. ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის შუბლის წილების დაზიანების ფსიქოპათოლოგიისათვის", დაიცვა 1953 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "შიზოფრენიული აზროვნების პათოფსიქოლოგიისათვის", დაიცვა 1974 წელს. წყარო: მეცნიერი ქალი: geowomen.wordpress.com; ბიბლიოვიკი: nplg.gov.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |