შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ გაბრიჩიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1955 წელს. 1959-1962წწ იყო კირიაკ ზავრიევის სამშენებლო ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1962-1969წწ. ამავე ინსტიტუტის ინჟინერი; 1969-1978წწ. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1978-1990წწ. კ. ზავრიევის სამშენებლო ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1990-1994წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 1994-2006წწ. დირექტორი. 2006 წლიდან დღემდე არის კ. ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის სეისმომედეგი მშენებლობის განყოფილების გამგე. 1965 წლიდან არის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი; 1993 წლიდან ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია რუსულ და ინგლისურ ენებზე. წყარო: ბიოგრაფია გაკეთებულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვებგვერდიდან; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.208; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 57-58 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |