The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვერიკო ანჯაფარიძე

ვერიკო ანჯაფარიძე
Legal name:ვერა ანჯაფარიძე
Date of birth:6 October, 1900
Date of death:30 January, 1987  (at 86 years)
Burial location:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლი; მოსკოვში ს. აიდაროვის(1917) და თბილისში გ. ჯაბადარის(1920) დრამატულ სტუდიები.

1920-1926წწ. იყო თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის, 1926-1928წწ. ბათუმის თეატრისა და თბილისის "მუშათა თეატრის", 1928-1932წწ. ქუთაისი-ბათუმის აკადემიური დრამის მსახიობი; 1932-1933წწ. მუშაობდა მოსკოვის "რეალისტურ თეატრში", სადაც მ. გორკის "დედაში" შეასრულა სოფიას როლი; 1933 წელს დაბრუნდა თბილისში და მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას; 1957-1959წწ. იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; იყო პედაგოგი საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტსა და დრამატულ სტუდიებში; კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე მან ითამაშა შემდეგი როლები: ოფელია (უ. შექსპირის "ჰამლეტი (პიესა)"), ივდითი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), დეზდემონა (უ. შექსპირის "ოტელო"), ლიზი (ნ. შიუკაშვილის "სულელი"), გინატრე (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), მარგარიტა (ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე"), ცაბუ (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), აიშე (ი. ვაკელის "შური"), ლარისა(ა. ოსტროვსკის "უმზითვო"), ჯავარ ა(ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), მაყვალა (ა. ყაზბეგის "მოძღვარი"), კლეოპატრა ( უ. შექსპირის "ანტონიოს და კლეოპატრა"), დარეჯანი (ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), გრაფინია (პ. ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), შეჰმენე ბანუ (ნ. ჰიქმეთის "ლეგენდა სიყვარულზე"), მარიამ სტიუარტი (ფ. შილერის "მარიამ სტიუარტი"), მედეა (ევრიპიდეს "მედეა"), ბებია (ა. კასონას "ხეები ზეზეურად კვდებიან"), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ფრუ ალვინგი (ჰ. იბსენის "მოჩვენებანი"), ფატი გურიელი (ა. ჩხაიძის "შთამომავლობა"), ნენი (პ. ზინდელის "გვირილა"), ლედი მაკბეთი (უ. შექსპირის "მაკბეთი"), დედოფალი (მ. მრევლიშვილის "წამება დედოფლისა"), მისის ჰიგინზი (ბ. შოუს "პიგმალიონი"); შექმნა განუმეორებელი ეკრანული სახეები: ლუიზა ("კომუნარის ჩიბუხი", 1929), კნეინა ბარათაშვილისა("არსენა", 1937), რუსუდანი ("გიორგი სააკაძე"), ჰანსის დედა ("ბერლინის დაცემა" , 1949), დაფინა ("სკანდერბეგი", 1956), ოთარაანთ ქვრივი("ოთარაანთ ქვრივი", 1958), ნინო("ბედნიერი შეხვედრა", 1949), კნეინა ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", 1965), პელაგია ("შეხვედრა წარსულთან", 1966), მგზავრი ("მონანიება", 1984); ასევე ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას; კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დადგა სპექტაკლები: ვ. როკის "ინჟინერი სერგეევი", ა. კასონას "ხეები ზეზეურად კვდებიან", ა. აღლაძის "მღელვარე დღეები".

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. -თბ., 1975. - გვ. 504-505

Awards and Honors

  • 1980 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1979 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1975 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • 1952 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1950 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1946 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1943 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1943 - საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
  • ლენინის ორდენი

Bibliography


Share: