Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რუსუდან გვერდწითელი-ლორთქიფანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1936 წელს. 1936-1941წწ. მუშაობდა ხელოვნების მუზეუმში "მეტეხი"; 1941-1948წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მუზეუმ-ნაკრძალში "ვარძია", მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე; 1950 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი მუშაობდა კულტურის სამინისტროს სპეციალურ სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნოში უფროს არქიტექტორ-რესტავრატორად, წლების მანძილზე იყო საპროექტო განყოფილების გამგე. მისი პროექტებით და ხელმძღვანელობით რესტავრირებულია ქართული არქიტექტურის მრავალი ნიმუში: ვარძიის სამრეკლო(1969-1970), ანანურის ციხე, კოშკი "შეუპოვარი"(1955-1956, 1971-1972) გორის ციხე(1953-1955), ბზიფის ციხე და ეკლესია(1955), ანჩისხატის ბაზილიკა(1958-1960), როსტომ მეფის სასახლის აბანო(1958-1964), ბოლნისის სიონი(1960-იანი, 1970-იანი, 1985) და სხვები. იგი იყო არქიტექტორ-რესტავრატორი, ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების რესტავრაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პირველი რესტავრატორი ქალი საქართველოში. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |