The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რუსუდან გვერდწითელი-ლორთქიფანიძე

რუსუდან გვერდწითელი-ლორთქიფანიძე
Legal name:რუსუდან გვერდწითელი
Date of birth:15 May, 1909
Date of death:27 January, 1994  (at 84 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Architect, Historian, Explorer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1936 წელს. 

1936-1941წწ. მუშაობდა ხელოვნების მუზეუმში "მეტეხი"; 1941-1948წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მუზეუმ-ნაკრძალში "ვარძია", მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე; 1950 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი მუშაობდა კულტურის სამინისტროს სპეციალურ სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნოში უფროს არქიტექტორ-რესტავრატორად, წლების მანძილზე იყო საპროექტო განყოფილების გამგე. მისი პროექტებით და ხელმძღვანელობით რესტავრირებულია ქართული არქიტექტურის მრავალი ნიმუში: ვარძიის სამრეკლო(1969-1970), ანანურის ციხე, კოშკი "შეუპოვარი"(1955-1956, 1971-1972) გორის ციხე(1953-1955), ბზიფის ციხე და ეკლესია(1955), ანჩისხატის ბაზილიკა(1958-1960), როსტომ მეფის სასახლის აბანო(1958-1964), ბოლნისის სიონი(1960-იანი, 1970-იანი, 1985) და სხვები. იგი იყო არქიტექტორ-რესტავრატორი,  ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების რესტავრაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პირველი რესტავრატორი  ქალი საქართველოში.

Member of Organizations

  • ძეგლთა დაცვის სამეცნიერო მეთოდური საბჭო , წევრი

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Bibliography

  • ანჩისხატი : "წმ. მარიამის" ეკლესია თბილისში (Author). - თბილისი, 2001. - 140გვ.
  • არქიტექტურის ძეგლების რესტავრაცია : ს. ს. პოდიაპოლსკის, გ. ბ. ბესონოვის, ა. ა. ბელიაევის, ტ. მ. პოსტნიკოვას შრომის III და IV თავების ავტორიზებული თარგმანი რუსულიდან (Translator). - თბილისი, 1991. - 108გვ.

Share: