The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელიზბარ ნადარაია

ელიზბარ ნადარაია
Date of birth:17 April, 1936  (88 years)
Category:Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ახალი ხიბულა, ხობის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1959 წელს.

1964–1966წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი; 1966–1973წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი და შემდეგ განყოფილების გამგე; 1973–1978წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილების გამგე; 1978–1986წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის დოცენტი და შემდეგ პროფესორი; 1986 წლიდან - ამავე კათედრის გამგე; 1964 წლიდან - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი (მოსკოვი); 1981 წლიდან - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, რომანოვსკის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი (ტაშკენტი); 2009 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის მიმართულების სრული პროფესორი. მეცნიერული ინეტერესების სფერო: ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა (არაპარამეტრულ შეფასებათა თეორია). 120-ზე მეტი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1981).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.261; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (2001-)

Awards and Honors

  • 1990 - ილია ვეკუას სახელობის პრემია

Bibliography


Share: