The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვანო პაპუნიძე

ვანო პაპუნიძე
Date of birth:10 February, 1940  (78 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქედის რაიონი, სოფელი ზენდიდი.

დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენის საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო მეურნეობის ფაკულტეტი ინჟინრის განხრით 1965 წელს.

1957-1961წწ. იყო ქედის რაიონის XIX პარტყრილობის სახელობის კოლმეურნეობის რიგითი წევრი; 1966-1965წწ. საკავშირო გაერთიანება "ტყეპროექტის" ამიერკავკასიის სატყეო – საპროექტო საწარმოოს ტექნიკოსი; 1966-1976წწ. თბილისის სატყეო ინსტიტუტის ასპირანტურის ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1976-2008წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სამეცნიერო ნაწილში, დირექტორი და მცენარეთა ინტროდუქციისა და აკლიმატიზაციის განყოფილების გამგე; დირექტორის მოადგილე ადმინისტრაციულ და აკადემიურ დარგში. 1992 წლიდან არის შოთა რუსთაველის  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, 2009 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი. 1990 წლიდან არის ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 1991 წლიდან პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 მონოგრაფია. კვლევები ძირითადად ეხება ბუნებრივი და ინტროდუცირებული მერქნიანი მცენარეულობის ბიოეკოლოგიური თავისებურებების შესწავლას, გარემო ფაქტორების ზემოქმედებასთან შეგუების, ტყის მეურნეობისა და მწვანე მშენებლობისათვის ინტროდუცენტების შერჩევასა და პრაქტიკაში მათი დანერგვის საკითხებს. 

წყარო: http://science.org.ge/newsite/

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (2001-)

Bibliography


Share: