Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ გიგინეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1940 წელს; სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი დიპლომატიური სკოლა 1947 წელს. 1947 წლიდან გარდაცვალებამდე კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. 1947-1954წწ. მუშაობდა სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროში ატაშედ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კონსულტანტად, მინისტრის თანაშემწედ; 1956-1958წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მდივანი; 1958-1960წწ. მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემის ისტორიის ინსტიტუტში; 1960 წლიდან აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1974-1990წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში. იკვლევდა თურქეთის სოციალურ-ეკონომიურ და პოლიტიკურ ისტორიას; თურქეთის, ირანისა და რუსეთის პოლიტიკას საქართველოს მიმართ; თურქეთში მიმდინარე ეთნო-რელიგიურ პროცესებს; მთამსვლელობის უფროსი ინსტრუქტორი, თსუ-ის სპორტული კლუბის მთასვლურ-ტურისტული სექციის პრეზიდიუმის თავმჯდომარე, პამირისა და ტიან-შანის მთებში ქართველ მთამსვლელთა ექსპედიციების ხელმძღვანელი; აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი. წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 322 გვ. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |