The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ გიგინეიშვილი

ოთარ გიგინეიშვილი
Date of birth:27 September, 1916
Date of death:10 February, 1990  (at 73 years)
Category:Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1940 წელს; სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი დიპლომატიური სკოლა 1947 წელს.

1947 წლიდან გარდაცვალებამდე კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. 1947-1954წწ. მუშაობდა სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროში ატაშედ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კონსულტანტად, მინისტრის თანაშემწედ; 1956-1958წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მდივანი; 1958-1960წწ. მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემის ისტორიის ინსტიტუტში; 1960 წლიდან აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1974-1990წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში. იკვლევდა თურქეთის სოციალურ-ეკონომიურ და პოლიტიკურ ისტორიას; თურქეთის, ირანისა და რუსეთის პოლიტიკას საქართველოს მიმართ; თურქეთში მიმდინარე ეთნო-რელიგიურ პროცესებს; მთამსვლელობის უფროსი ინსტრუქტორი, თსუ-ის სპორტული კლუბის მთასვლურ-ტურისტული სექციის პრეზიდიუმის თავმჯდომარე, პამირისა და ტიან-შანის მთებში ქართველ მთამსვლელთა ექსპედიციების ხელმძღვანელი; აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  322 გვ.

Member of Organizations

  • საქართველოს მთასვლელთა ფედერაციის პრეზიდიუმი, თავმჯდომარე (1963-1983)
  • უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეების მეგობრობისა და კულტურის ურთიერთობის საქართველოს საზოგადოების პრეზიდიუმი, თავმჯდომარე (1968-1990)

Awards and Honors

  • სსრკ დამსახურებული მწვრთნელი
  • სახელმწიფო ჯილდო

Bibliography


Share: