Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აპოლონ სილაგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1965 წელს. 1981-1985წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1986-1988წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი; 1988-1992წწ. გაზეთ "სახალხო განათლების" (შემდგომში უზენაესი საბჭოს გაზეთი "ერი") მთავარი რედაქტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოსვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992-1998წწ. გაზეთ "სვობოდნაია გრუზიას" მთავარი რედაქტორი; 1998-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, სირიის არაბთა რესპუბლიკაში, ლიბანის რესპუბლიკასა და იორდანიის ჰაშიმითურ სამეფოში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2004-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიტოლოგიის კათედრის გამგე; 2006-2017წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის არაბისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი. მეცნიერული ინტერესების სფერო: არაბისტიკა, ქართველოლოგია (ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა და ლექსმცოდნეობა, ისტორიოგრაფია), გამოქვეყნებული აქვს 120 სამეცნიერო შრომა. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1975), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი (1990). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; ივანე ჯავახიშვილილს სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 312; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.145 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |