შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა ხიდაშელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლენინგრადი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1959 წელს. მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილების მთავარ მეცნიერ თანამშრომლად. იგი არის მრავალლი ასირიოლოგთა საერთაშორისო შეხვედრებისა და ძველი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხების შემსწავლელი საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბრინჯაოს მხატვრული დამუშავებისათვის ანტიკურ საქართველოში", დაიცვა 1973 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ცენტრალური ამიერკავკასიის გრაფიკული ხელოვნება ადრეულ რკინის ხანაში", დაიცვა 1982 წელს. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |